წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა 2025 წლის იანვრიდან დაიწყო და 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე განხორციელდება.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისაგან გათავისუფლების საფუძველი.
საქართველოს თავდაცვის კოდექსის თანახმად, 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა შერჩევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
რაც შეეხება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებს და ანაზღაურებას:
საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვის ვადით - 765 ლარის ოდენობით; საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვის ვადით - 635 ლარის ოდენობით; უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახურისთვის − 11 თვის ვადით სერჟანტებისათვის - 1275 ლარის, ხოლო ოფიცრებისთვის - 1530 ლარის ოდენობით. 11-თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პირები ჩაირიცხებიან რეზერვში.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით გაწვეულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა 30 პროცენტით მეტი ოდენობით.
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე: 577951159; 577190501.