საზოგადოება
07.02.2025 13:07
ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, გორში აქცია გაიმართა

საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების კოორდინირებით, სამედიცინო პერსონალისთვის გორში, ადმინისტრაციული შენობის დარბაზში, აქცია გაიმართა.

შეხვედრა ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანიც მომატებული არტერიული წნევის ადრეული გამოვლენა და კლინიკური მდგომარეობის რისკების შესახებ მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელებაა.

მედიკოსთა თქმით, არტერიული ჰიპერტენზია - მომატებული არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადების ძირითადი რისკის ფაქტორია და ლიდერია ზოგადი ავადობის, ასევე, სიკვდილიანობის კუთხით.

ცნობისთვის, ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოება 2017 წლიდან, მერვე წელია ატარებს ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას, რომელსაც 100-მდე ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც უერთდება.

კვირის ამბები