კულტურა
07.02.2025 13:06
21 თებერვალს გ.ერისთავის სახელობის თეატრი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის ლიტერატურული მონოსპექტაკლის - „მე მოვალ - სიზმარი“ ჩვენებას გამართავს

21 თებერვალს გორის თეატრი მაყურებელს ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის ლიტერატურული მონოსპექტაკლის - „მე მოვალ - სიზმარი“ ჩვენებაზე ეპატიჟება.

წარმოდგენა, რომელშიც მაკა შალიკაშვილი და დავით დარჩია (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი) მონაწილეობენ, 19:00 საათზე დაიწყება.

თეატრმცოდნეთა თქმით, გალაკტიონის ლექსებსა და ჩანაწერებზე აგებული წარმოდგენა ერთგვარი გზამკვლევია და მაყურებელს პოეტის შემოქმედების ორიგინალურ და მეტად თავისებურ გააზრებას სთავაზობს.

„გალაკტიონის ლექსებისა და ყოველდღიური ჩანაწერების შეპირისპირებით იმ წინააღმდეგობის ჩვენება ავირჩიეთ, რის წინაშეც დგება ყველა და მითუმეტეს, გალაკტიონის რანგის შემოქმედი, ანუ, როცა ცხოვრებას და შემოქმედებას, ყოფას და პოეზიას შორის იძულებულია რომელიმე მათგანი აირჩიოს. ან აქვს კი ასეთ ადამიანს მსგავსი არჩევანი? მსახიობები - მაკა შალიკაშვილი და დავით დარჩია - რეჟისორ ნიკოლოზ ჰაინე შველიძის სპექტაკლში ამ კითხვაზე პასუხის გაცემას გალაკტიონის შედევრებისა და მისი ჩანაწერების გაცოცხლებით ცდილობენ“, - ამბობენ გ. ერისთავის სახელობის თეატრში.

დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა-დაჯავშნა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge შეუძლია.

კვირის ამბები