სსიპ ოლეგ ჭონიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემის (ახალხიზის) საჯარო სკოლა ექიმის ვაკანსიას აცხადებს, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, სკოლაში ექთნის შტატზე ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო და დამატებით მოთხოვნებს: ჰქონდეს საექთნო/საექიმო სპეციალობის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი; გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სტაჟი და ცხოვრობდეს (ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების(სკოლის) ადმინისტრაციულ საზღვრებში;
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება670 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 10 თებერვლის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
სამუშაოს დაწყების თარიღად 17 თებერვალია მითითებული.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს