საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თვითიზოლაციის თუ კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევის კარანტინში იძულების წესით გადაყვანის პარალელურად, დაემატება ადმინისტრაციული ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით. ფაქტის მეორედ დაფიქსირების შემთხვევაში კი, პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
„ჩვენ არაერთხელ ვნახეთ უკვე, თუ როგორ ხდებოდა თვითიზოლაციის თუ კარანტინის წესების დარღვევა. ეს არ იყო ერთი და ორი შემთხვევა, ასზე მეტი ასეთი ფაქტი გამოვლინდა. აქედან გამომდინარე, ეს თუ ისევ გაგრძელდება, დაემატება ამას ადმინისტრაციული ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით. მეორედ დარღვევის შემთხვევაში, უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან ეს პირები. ჯარიმისა და პასუხისგების გარეშე აღარ მოხდება მათი გადაყვანა კარანტინში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.