საზოგადოება
07.02.2025 13:03
11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით ახალი მატარებელი იმოძრავებს

2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებითახალი მატარებელი იმოძრავებს.

როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი მგზავრობის ხანგრძლივობას დაახლოებით 2 საათით შეამცირებს. გარდა ამისა, მატარებლის ტევადობა 100 ადგილით გაიზრდება.

რაც შეეხება განრიგს, რეისები დღეგამოშვებით შესრულდება. თბილისიდან მატარებელი 09:00 საათზე გავა და მგზავრები ოზურგეთში 16:18 საათზე ჩავლენ.

ოზურგეთი - თბილისის მიმართულებით კი რეისი 08:40 საათზე შესრულდება და მატარებელი თბილისში 16:00 საათზე იქნება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის სალაროებში და ოფიციალურ ვებგვერდზე (gr. com. ge).

„რაც შეეხება თბილისი-ქუთაისის მიმართულებას, ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე იმგზავრებენ #6355/6356 და #6353/6354 ელექტრომატარებლებით, რომლების გრაფიკი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს“, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

კვირის ამბები