2025 წლის 1-ელი იანვრიდან 3 თებერვლამდე გორის მუნიციპალიტეტს 10 554 ვიზიტორი ეწვია, - აღნიშნულის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.
ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა უმრავლესობა (8 406) უცხოელია.
სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია. 2024 წლის იანვარში მუნიციპალიტეტს 9 477 დამთვალიერებელი სტუმრობდა.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას ტემპერატურის მატების პარალელურად ელიან.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს