საზოგადოება
06.02.2025 15:35
მობილობის მსურველ სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია ხვალ დასრულდება

2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მობილობის მსურველ სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია ხვალ, 7 თებერვალს, 18:00 საათზე დასრულდება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, მსურველებს რეგისტრაცია students. emis. ge-ზე შეუძლიათ.

„გაითვალისწინეთ, რომ სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ და მობილობით სარგებლობა სურთ, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვირის ამბები