საზოგადოება
22.03.2020 00:40
ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის ქვეყანაში, ვალდებულია იყოს იზოლაციაში

ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის ქვეყანაში, ვალდებულია იყოს იზოლაციაში. იზოლაციის წესი თანაბრად ვრცელდება საზღვარზე შემოსულ ყველა პირზე,  განსაზღვრულია 14 დღით და გულისხმობს თავდაპირველ კარანტინს და შემდეგ შესაძლო თვითიზოლაციას.

მოქალაქე  იქნება  კარანტინში თუ თვითიზოლაციაში - გადაწყდება მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგი შეამოწმებს  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, თუ პირის საცხოვრებელი ადგილი ეპიდემიოლოგის შეფასებით შეესაბამება თვითიზოლაციის მოთხოვნებს, პირი ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ იგზავნება სახლში, სადაც განხორციელდება მისი პერიოდული კონტროლი ეპიდემიოლოგის და შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ.

თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევაში, გადაყვანა მოხდება იძულებით კარანტინში. თუ პირის საცხოვრებელი ადგილი ეპიდემიოლოგის შეფასებით არ  შეესაბამება თვითიზოლაციის მოთხოვნებს, დარჩება საკარანტინო სივრცეში.

რეკომენდაციებისა და რჩევების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს მთავრობის მიერ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge.

კვირის ამბები