2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობისთვის ელექტრონულ პორტალზე (students . emis .ge) სტუდენტთა რეგისტრაცია ხვალ, 29 იანვრის 12:00 საათიდან დაიწყება.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროცესი 7 თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაციის პორტალზე ასახვა 29 იანვარს განხორციელდება.
სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი კი წინასწარ გადის კონკურსს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში მის მიერ დადგენილი წესით და პირობებით.
მობილობის მსურველმა დეტალური ინფორმაცია შეუძლია იხილოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მობილობის შედეგების ნახვა მობილობის ელექტრონულ პორტალზე 12 თებერვალს იქნება შესაძლებელი.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი