2024 წლის მოხალისეს ეროვნული ჯილდოს მფლობელი შვიდი გორელი ახალგაზრდა გახდა.
გორელთაგან წლის საუკეთესო მოხალისეს ტიტულს საბა მინდიაშვილი, გიორგი ცერაძე, ვალერი ნარიკაევი, კესო პაპუაშვილი, თეკლა ნაფიშვილი, ლიკა მაისურაძე და ნინი კოვზიაშვილი დაეუფლნენ.
აღსანიშნავია, რომ ვალერი ნარიკაევი ბუნების დაცვის დარგში ნომინაციის გამარჯვებულიც გახდა.
გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში - მოზარდები (13-18) და ახალგაზრდები (19-29) შეირჩნენ. საუკეთესო მოხალისეები საქართველოს მასშტაბით სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა.
ღონისძიება, რომლის მიზანი მოხალისეობის მხარდაჭერა და წახალისებაა, პირველად 2020 წელს გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიურად „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს