საზოგადოება
27.01.2025 12:39
ქვემო არცევში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არცევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და წინადადებების მიღება 6 თებერვალს დაიწყება.

სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 338 605 ლარია.

პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის მოწყობას, დაქსელვას და მრიცხველების მონტაჟს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლით 390 ოჯახი ისარგებლებს.

კვირის ამბები