საზოგადოება
27.01.2025 12:35
არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე შინდისში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში შეხვედრა - „არაფორმალური განათლება - გზა წარმატებისკენ“ გაიმართა.

ღონისძიება შინდისის ახალგაზრდული კლუბის ორგანიზებით  ჩატარდა, რომელიც ორგანიზიაცია „ქეა კავკასიის" მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. 

შეხვედრას გორის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ედიშერაშვილი უძღვებოდა.

ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებმა არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მისი უპირატესობები და განსხვავებები განიხილეს.

„მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, არაფორმალური განათლების სფეროში გაიღრმავონ ცოდნა. გარდა ამისა, გაიცნონ ახალი ადამიანები და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის მოტივაცია მიიღონ. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. ღონისძიება  პროექტის - „ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, გაიმართა. პროექტი ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერაა მხარდაჭერილი, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება შინდისის 17 გმირის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკაში გაიმართა.

კვირის ამბები