სამართალი
27.01.2025 12:25
გორში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

გუშინ საღამოს, გორში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, 26 იანვარს გვიან საღამოს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად გაუსწორდენენ აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ ვახო ფიცხელაურს.

ფიცხელაურის თქმით, სამი ნიღბიანი უცნობი, მას, სავარაუდოდ, სახლთან ელოდა და როდესაც ავტომანქანიდან გადმოვიდა, იქვე მდგომი ფურგონის ტიპის ავტომობილით გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამასთან, მისივე განცხადებით, გაძარცვეს და მისი მობილური ტელეფონი, საფულე და გასაღებიც წაართვეს.

ფიცხელაური და მისი მეუღლე, სამოქალაქო აქტივისტი თეონა ბზიშვილი, მომხდარს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებენ.

კვირის ამბები