ახალგაზრდული მოხალისეობა დადებითი ცვლილებებისათვის - პროექტში მონაწილეთა რეგისტრაცია ხვალ, 25 იანვარს სრულდება.
პროექტს, რომლის მიზანი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდების გაძლიერება, მათი ინიციატივების მხარდაჭერა და მოხალისეობის პოპულარიზაციაა, „ჰელფინგ ჰენდი“ „ახალგაზრდობის სააგენტოსთან“ თანამშრომლობით იწყებს.
რაც შეეხება მონაწილეობას, პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ, 16-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ მიიღონ ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდული მოხალისეობის საკითხებზე, ასევე, თავად დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტიანად მოხალისეობრივი საქმიანობა თავიანთ მუნიციპალიტეტებში.
„კონკურსის გზით შერჩეული მოხალისეები, საგანმანათლებლო სესიების გავლის შემდეგ, მოამზადებენ სამოქმედო გეგმას, ჩამოაყალიბებენ მოხალისეთა საინიციატივო ჯგუფებს, ხოლო სპეციალისტების მხარდაჭერით და მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, მოხალისეობრივ პროექტებს ახალგაზრდებთან ერთად განახორციელებენ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ 25 იანვრის ჩათვლით, ხოლო შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება თებერვლის პირველ კვირაში. საგანმანათლებლო სესიები, რეგიონების მიხედვით, თვითმმართველ ქალაქებში გაიმართება, ხოლო სამუშაო შეხვედრები „ჰელფინგ ჰენდის“ სპეციალისტების ჩართულობით ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება. პროექტი 31 იანვარიდან 31 აპრილის ჩათვლით განხორციელდება“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მისამართზე: - docs. google. com.