გორში სოფრომ მგალობლიშვილის და ოთარ ჩხეიძის ქუჩების რეაბილიტაცია განხორციელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი 2025 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება და შესასრულებელი სამუშაოებისთვის, გორის მერიის გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, წინადადებების მიღება დღეს, 24 იანვარს, 18:00 საათზე დასრულდება.
რაც შეეხება პროექტს, აღნიშნულ ქუჩებზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზების 190-მეტრიან მონაკვეთებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 621 340 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, 2025 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტში 15 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი