საზოგადოება
23.01.2025 11:31
განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული მიმართულებების განვითარების მიზნით, გორის მერია პროგრამებს განახორციელებს

განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული მიმართულებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი პროგრამების განხორციელებას 2025 წელსაც აგრძელებს.

თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობა შეუძლიათ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსახლეობას და მოქმედ გაერთიანებებს.

„გორის მერია შემდეგი სახის პროგრამების თანადაფინანსებას უზრუნველყობს: გორის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა, სპორტული ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა, კულტურული ღონისძიებების/პროგრამების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამადა ახალგაზრდული ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსბეის პროგრამა“, - აცხადებენ გორის მერიაში.

პროგრამებში ჩართვის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, წარადგინონ პროექტი/ინიციატივა და მოითხოვონ თანადაფინანსება. განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილების მიღება პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით მოხდება.

აღნიშნული პროგრამების განხორციელების წესი და განაცხადის ფორმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა გამოქვეყნებული.

 

კვირის ამბები