21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა . აღნიშნული თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით,მსოფლიოს მასშტაბით 2011 წლიდან აღინიშნება.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაცია - „Down Syndrome International“, ზემოხსენებული სინდრომის მატარებელი პირების ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად განსაზღვრავს მსოფლიო გზავნილებს. მოწოდების შინაარსი, ყველა იმ გამოწვევასა და საჭიროებას მოიცავს, რაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ცხოვრების მანძილზე ხვდებათ.
„გადაწყვეტილება ჩვენზეა“ -ასეთია 2020 წლის მთავარი გზავნილია და გულისხმობს, რომ პირველ ადგილზე უნდა იყოს პიროვნება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს მიეცეს საშუალება თავად მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე რომელიც მას ეხება.
მსოფლიოში ყოველი 800-დან 1 ბავშვი დაუნის სინდრომით, ანუ გენეტიკური ცვლილებით (21-ე ქრომოსომის გასამებით) იბადება. დაუნის სინდრომი, პირველად 1866 წელს ბრიტანელმა მეცნიერმა ჯონ ლენგდონ დაუნმა აღწერა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება