საზოგადოება
21.01.2025 13:40
ლევან იოსელიანი გორელ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, აპარატის წევრებთან ერთად, გორელ სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა უფლებებზე, სახალხო დამცველთან დაკავშირების მექანიზმებზე ისაუბრეს და აღნიშნულ საკითხებში სახალხო დამცველის აპარატის როლი განიხილეს.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

კვირის ამბები