გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024“-ის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიხედვით კი ბილიკები (დეკორატიული ფილებით), ატრაქციონები, კაუჩუკის მოედანი, ღობე და ბორდიურები მოეწყო.
„პროექტი ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა“, - აცხადებენ მერიაში.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი