ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან რეკორდული შემოსავლებია მიღებული, - ღვინის ეროვნული სააგენტო სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოდან 565 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელებია ექსპორტირებული, რაც 24%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მონაცემს.
„გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 72 ქვეყანაში ექსპორტირებულია 95 მლნ-მდე ლიტრი, 276.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა - 6 %, ხოლო შემოსავლების ზრდამ 7 % შეადგინა.
ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი - 12% (6,7 მლნ ლიტრი), გერმანია- 30% (1,28 მლნ ლიტრი), აშშ - 32% (1,2 მლნ ლიტრი), ლიეტუვა- 11% (707 ათასი ლიტრი), დიდი ბრიტანეთი - 42% (425,6 ათასი ლიტრი), თურქეთი - 62% (538 ათასი ლიტრი), აზერბაიჯანი - 34% (237 ათასი ლიტრი), კანადა - 16% (198 ათასი ლიტრი), ისრაელი- 2% (314 ათასი ლიტრი), არაბეთის გაერთიანებული ემირატები - 80% (70 ათასი ლიტრი), სამხრეთ კორეა - 26% (72,5 ათასი ლიტრი) და ა.შ.
მსოფლიოს 56 ქვეყანაში ექსპორტირებულია 48 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები. ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53% შეადგინა. სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შემოსავლების სახით კი მიღებულია 289 მლნ-მდე აშშ დოლარი (ზრდა 47%)“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2024 წელს ქართული ღვინო მსოფლიოს 20 ქვეყანაში 24 საერთაშორისო გამოფენაზე, 13 ფესტივალზე და 100-მდე დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე იყო წარდგენილი.