გორში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის - იოსებ დურგლიშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გაიმართება მკლავჭიდში.
შეჯიბრი 25 იანვარს 13:00 საათზე დაიწყება და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში ჩატარდება.
სპორტულ აქტივობაში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სპორტსმენები იასპარეზებენ.
მკლავჭიდელები პირველობისთვის ერთმანეთს ხუთ წონით კატეგორიაში (როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა მკლავი) დაუპირისპირდებიან.
იოსებ დურგლიშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი