სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები 28 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით მიიღება.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ბენეფიციარებს შესაძენი ნერგების არაუმეტეს 70% დაუფინანსდებათ. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში კი, დაფინანსების თანხა არაუმეტეს 80%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების Მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მაქსიმალური დაფინანსებას, 50%-ია (Მაგრამ არაუმეტეს 1,250 ლარი 0.5 ჰექტარზე). სასოფლო-სამეურნეო სტატუსის კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში კი, არაუმეტეს 60%.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის გაცნობა შუძლიათ ვებგვერდზე: rda. gov. Ge.