სპორტი
19.01.2025 09:45
მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა

19 იანვარს დილით, UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

დვალიშვილის უპირატესობა მესამე რაუნდში გამოიკვეთა, როდესაც რუსი მეტოქე ორჯერ პარტერში გადაიყვანა.

საბოლოოდ, გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.

ინფორმაციისთვის, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა 2024 წლის სექტემბერში, UFC 306-ზე მოიპოვა.
დვალიშვილის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია.

რაც შეეხება მის მეტოქეს, ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება იყო, მარცხი კი, დვალიშვილთან ასპარეზობამდე MMA-ში არასდროს ჰქონია.

კვირის ამბები