გორელი ექიმი, ,,გორმედის“ ქირურგი ვიტალი სავანელი მოულოდნელად გარდაიცვალა.
ახლობლების და კოლეგების ინფორმაციით, სავანელი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს არ უჩიოდა და სავარაუდოდ, მისი გარდაცვალების მიზეზი თრომბოემბოლია გახდა.
ვიტალი სავანელი ათწლეულების განმავლობაში ექიმად მუშაობდა, პარალელურად, პროფესიონალი მუსიკოსი იყო და როგორც შემსრულებელი, არაერთ სცენაზე წარმსდგარა მაყურებლის წინაშე.
,,გორის მაცნე" თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილი ექიმის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს.
გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, მუსიკოსმა ექიმმა ოთხი წლის წინ, ასევე მოულოდნელად გარდაცვლილ მეუღლეს მაია ლელუაშვილს ძველი სასიყვარულო სიმღერა „არ მიყვარდა ერთი გოგო“ მიუძღვნა.
ვიტალი სავანელი