საზოგადოება
21.03.2020 11:02
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 47-მდე გაიზარდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამივე ინფიცირებული ახალგაზრდაა.

ამჟამად, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 259 პაციენტი.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

 

კვირის ამბები