საზოგადოება
17.01.2025 20:11
გორის რკინიგზის სადგურის შენობაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დღეს საღამოს, გორში, რკინიგზის სადგურზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თვითმხილველთა თქმით, გარდაცვლილი შენობის დარაჯია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რკინიგზის სადგურის შენობის ერთ ოთახში ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგამათბობლიდან გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად შეძლეს და ცეცხლი შენობის დანარჩენ ნაწილში არ გავრცელებულა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

გარდაცვლილი 60 წელს გადაცილებული მამაკაცია.

კვირის ამბები