საზოგადოება
17.01.2025 14:57
ზეღდულეთში საჭიდაო მოედნის მოწყობა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში საჭიდაო მოედნის მოწყობა გრძელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულება 200 000 ლარამდეა.

პროექტის მიხედვით მოეწყობა საჭიდაო არენა ღია გუმბათით, რომელიც გადაიხურება პროფილირებული ფერადი ფურცლით. დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 280 ზურგიანი სკამი (მათ შორის ოთხი სკამი განკუთვნილი იქნება შშმ პირებისთვის). გათვალისწინებული იქნება სივრცე ფეხზე მდგომი მაყურებლებისთვისაც. ობიექტი შემოიღობება ლითონის ფურცლით. ტრიბუნებზე ასვლა შესაძლებელი იქნება ლითონის კიბეებით.

„სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“- ის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიზანი მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილებაა“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები