საზოგადოება
16.01.2025 14:17
გორის მერია სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას და ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემას 2025 წელსაც აგრძელებს

გორის მერია, ჯანდაცვის პროგრამების მეშვეობით, სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას და ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემას წელსაც აგრძელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მომსახურეობის ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარების დახმარება კი განისაზღვრება სოციალური ქულების მიხედვით.

დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. კუთვნილი შეღავათების მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.

დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე, ვებგვერდზე gori. gov. ge.

კვირის ამბები