გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა.
საპროექტო მონაკვეთის სიგრძე 412 მეტრია.
სატენდერო წინადადებების მიღება 19 იანვარს დაიწყება და 24 იანვარს დასრულდება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 406 940 ლარია.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი