საზოგადოება
16.01.2025 12:30
2025 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით გორის მუნიციპალიტეტში 15 პროექტი განხორციელდება

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, 2025 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტში 15 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შემდეგი ტენდერები გამოაცხადა: შინდისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; ტყვიავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; ტინისხიდში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; ხელთუბანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია; ვარიანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; ხურვალეთში გზის რეაბილიტაცია; გზის რეაბილიტაცია ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ; სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია; ოთარ ჩხეიძის ქუჩის რეაბილიტაცია; მარანაში გზის რეაბილიტაცია; ფლავისმანში შიდა საუბნო გზის მოწყობა; ფლავში შიდა საუბნო გზის მოწყობა; ზერტში გზის რეაბილიტაცია; დანიელ ჭონქაძის ქუჩის რეაბილიტაცია და ხიდისთავში ბეტონის გზის მოწყობა.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს აღნიშნული ფონდის დაფინანსებით გრძელდება 2024 წელს დაწყებული სამი ინფრასტრუქტურული პროექტი: გოგებაშვილის პარალელური სანაპიროს მოწყობა; გორგასლის ქუჩის მიმდებარედ სკვერისა და სპორტული მოედნის სარეკონსტრუქციო სარემონტო სამუშაოების დასრულება და ზერტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები

ჯამში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (14 089 892 ლარი) და ადგილობრივი ბიუჯეტის ( 741 577 ლარი) თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტების ღირებულება 14 831 469 ლარია.

კვირის ამბები