ტურიზმი
16.01.2025 12:28
2024 წელს გორის მუნიციპალიტეტს 441 085 ვიზიტორი ეწვია - ტურიზმის განყოფილება

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ 2024 წელს მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა შემაჯამებელი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 3 იანვრამდე გორის მუნიციპალიტეტს 441 085 ვიზიტორი ეწვია, მათ შორის 337 582 უცხოელია.

გასული წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ივნისში ჰყავდა.

„კონკრეტული თვეების მიხედვით ვიზიტორთა რაოდენობა ასეთია: იანვარი - 9 477, თებერვალი - 11 902, მარტი - 20 942, აპრილი - 35 531, მაისი - 49 969, ივნისი - 71 410, ივლისი - 45 074. აგვისტო - 52 633, სექტემბერი - 56 166, ოქტომბერი - 52 415, ნოემბერი - 20 828, დეკემბერი კი 14 738“, - აღნიშნულია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები