საზოგადოება
14.01.2025 13:00
15 იანვრიდან გორის მუნიციპალიტეტში ტემპერატურის კლება და ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში ხვალიდან ჰაერის ტემპერატურის კლება და პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი.

15 იანვარს, გორში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ნახევრადღრუბლიანი, უნალექო ამინდი, რაც შეეხება 16 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში ნავარაუდევია პერიოდულად ნალექი, ჰაერი კი + 7 გრადუსამდე გათბება.

ღრუბლიანობა და მხოლოდ +4 გრადუსი დაფიქსირდება გორში 17 იანვარს.

18 იანვარს მოსალოდნელია + 3 გრადუსი, ღრუბლიანობა და ნალექი თოვლჭყაპის სახით.

თოვლჭყაპი და + 3 გრადუსია ნავარაუდევი გორში 19 იანვარსაც.

დღე უნალექოდ ჩაივლის 20 იანვარს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +3 გრადუსს მიაღწევს.

21, 22 და 23 იანვარს კი გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა, კვლავ შენარჩუნდება დაბალი ტემპერატურა, დღისით მაქსიმალური +5, ღამით კი -2 გრადუსი ყინვა.

კვირის ამბები