საზოგადოება
14.01.2025 11:48
ზამთრის არდადეგები საჯარო სკოლებში დღეს დასრულდება

ზამთრის არდადეგები საჯარო სკოლებში დღეს, 14 იანვარს დასრულდება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ზამთრის არდადეგები საჯარო სკოლებში, საქართველოს მასშტაბით, გასული წლის 30 დეკემბერს დაიწყო და 2025 წლის 14 იანვარს დასრულდება, შესაბამისად, სკოლებში სწავლა ხვალ, 15 იანვარს განახლდება.

საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წლის უქმე დღეებიც უკვე დადგენილია და 2025 წლის განმავლობაში, საქართველოში უქმედ გამოცხადებულია 18 დღე, აქედან 4 დღე არასამუშაო დღეს (შაბათი, ან კვირა) ემთხვევა.

კვირის ამბები