საზოგადოება
13.01.2025 14:30
2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დღეს დასრულდება

2024-2025  სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დღეს, 13 იანვარს დასრულდება.  

ღონისძიება საქართველოს მასშტაბით 64 ქალაქში იმართება და მეორე ტურში 6880-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის თქმით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და იმ ნაკრები გუნდებისთვის კანდიდატების გამოვლენას, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ცენტრალიზებულად შემდეგ საგნებში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს სამ ტურად ატარებს.

 

კვირის ამბები