საზოგადოება
20.03.2020 14:21
სამხრეთ კორეა საქართველოს კორონავირუსის აღმომჩენ 200 000 სწრაფ ტესტს გადასცემს

სამხრეთ კორეა საქართველოს კორონავირუსის 200 000 სწრაფ ტესტს გადასცემს, - ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკება სამხრეთ კორეის რესპუბლიკასთან სწრაფი ტესტების გადმოცემასთან დაკავშირებით და ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.

„შემდეგი კვირის ბოლოდან ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მომსახურება ამ მიმართულებით. მედიკოსები კი, დაავადების გამოვლენას გაცილებით მოკლე პერიოდში შეძლებენ და შესაბამისად, დიაგნოზის დასმისა რეაგირების დრო გაცილებით შემცირდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის 1000 სწრაფი ტესტი საქართველოს საჩუქრად ჩინეთმაც გადასცა.

კვირის ამბები