სადღესასწაულო დღეებს ხშირად თან ახლავს ნაბახუსევით გამოწვეული უსიამოვნება, რაც ალკოჰოლური სასმელების ჭარბი ოდენობით მიღებითაა გამოწვეული.
ნაბახუსევს ზოგჯერ თან ახლავს გულისრევა და ღებინებაც, რაც გამოწვეულია იმით, რომ ალკოჰოლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და იწვევს ღებინების რეფლექსს, ამასთან, ალკოჰოლი აფერხებს საკვების მონელებას და იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკომფორტსაც.ხშირად, ნაბახუსევზე ადგილი აქვს ორგანიზმის გაუწყლოვანებასაც, ამიტომ, ორგანიზმში წყლის ბალანსის აღსადგენად, მიზანშეწონილია დიდი რაოდენობით წყლის ან ელექტროლიტებით მდიდარი სითხეების (მაგ. რეჰიდრონი) მიღება.
ნაბახუსევზე მიზანშეწონილია მხოლოდ მსუბუქი საკვების მიღება.
იმ შემთხვევაში კი, თუ ღებინება რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, თუ ღებინებას თან ახლავს ტემპერატურის მატება ან გაუწყლოვანების ნიშნები, (ძლიერი წყურვილი, თავბრუსხვევა), აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
ალკოჰოლის მიღებისას მიზანშეწონილია დიდი ოდენობით წყლის (არაგაზირებული) მიღება.
ეცადეთ, ნაბახუსევზე მოსვენებულ მდგომარეობაში იყოთ და აქტიურობისგან თავი შეიკავოთ.