სასწავლო სააღმზრდელო პროცესში პრაქტიკული სამუშაოს წარმატებით განხორციელებისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების რვა აღმზრდელ-პედაგოგს მადლობის სიგელები გადაეცა.
შეხვედრას სააგენტოს მენეჯერი და სააღმზრდელო დარგის სპეციალისტებიც ესწრებოდნენ.
გიორგი შათირიშვილმა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ პროფესიული განვითარების ტრენინგებზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში წარმატებით გატარებისთვის, რომელიც პროექტის სახით დაწესებულებებში განახორციელეთ. იმედი მაქვს, სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, თქვენს წარმატებულ გამოცდილებას კოლეგებსაც გაუზიარებთ. თითოეულ პედაგოგს მადლობას ვუხდი გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნა გიორგი შათირიშვილმა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს