საზოგადოება
30.12.2024 12:24
გორში ტრადიციული საშობაო ბაზრობა გაიმართა

გორში ტრადიციული საშობაო ბაზრობა მოეწყო.

ღონისძიება იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში ჩატარდა და მეწარმეთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და საკონდიტრო ნაწარმი იყო წარმოდგენილი.

საშობაო ბაზრობაზე გამოტანილი თითოეული ნივთი და პროდუქცია სიმბოლურ ფასად გაიყიდა. რეალიზაციიდან შესული თანხით კი (მეპატრონის სურვილის მიხედვით) ეპარქიაში არსებულ წმინდა იოანე მოწყალეს სათნოების სახლს და ხანდაზმულთა დღის ცენტრს საშობაოდ დაეხმარებიან.

საქველმოქმედო აქტივობა გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების და გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს თანამშრომლობით გაიმართა.

კვირის ამბები