საზოგადოება
30.12.2024 12:23
ადამიანის უფლებების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის საკითხებთან დაკავშირებით, ატენში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებების და ქალთა მონაწილეობის საკითხებთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს და ატენის სათემო ჯგუფის ,,ბარბარე“ ორგანიზებით ჩატარდა.

შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის შიდა ქართლის წარმომადგენელი უძღვებოდა.

სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაძლიერება და მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება წარმოადგენდა.

„პროექტის ფარგლებში ამ დრომდე ატენის თემში 20-ზე მეტი სათემო შეხვედრა ჩატარდა. პროექტი 2025 წელსაც გაგრძელდება და ადგილობრივ ქალებს მცირე გრანტებით დაფინანსების საშუალებას მისცემს, რისთვისაც მათ საპროექტო განაცხადები უკვე წარადგინეს“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქტივობა „ფონდი ტასოს“ პროექტის - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

კვირის ამბები