გორის საჯარო ბიბლიოთეკაში ვირტუალური გამოფენა გაიმართა.
დამთვალიერებელმა სპეციალური სათვალეების გამოყენებით პეტრე ოცხელის, ლადო გუდიაშვილის და ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები იხილა.
ორგანიზატორების თქმით, გამოფენა მიზნად ისახავდა დაინტერესებული პირებისთვის ხელოვნების და ციფრული სივრცის შემეცნებითი პოტენციალის გაცნობას.
„აღნიშნული გამოფენა რომელიც კულტურის და ტექნოლოგიების საინტერესო თანაკავშირის აღმოაჩენის საშუალებას იძლეოდა, ორგანიზაცია „განჯაფას კლუბმა“ გორის საჯარო ბიბლიოთაკასთან თანამშრომლობით განახორციელა. გამოფენის პარალელურად, სამომავლო ტექნოლოგიურ პროექტებთან დაკავშირებით, საინფორმაციო პრეზენტაციაც გაიმართა. ხელოვნების და ტექნოლოგიის მოყვარულებისთვის ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო“, - აღნიშნეს ორგანიზატორებმა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს