საზოგადოება
27.12.2024 15:16
„განათლება და ინოვაციები“ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „განათლება და ინოვაციები“ გაიმართა.

კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და პროგრამით 161 სტუდენტის მოხსენება იყო წარდგენილი.

კონფერენცია გახსნა, მონაწილეებს და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით კვერნაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.

რაც შეეხება თემებს, მოხსენებები წარადგინეს შემდეგი სექციის სტუდენტებმა: ისტორია, ფილოლოგია, სოციალური მეცნიერებები და სამართალი, ბიზნესი, ეკონომიკა და ტურიზმი, განათლება და პედაგოგიკა, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და ინფორმატიკა, სპორტი და სპორტის მენეჯმენტი.

უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის და წარმატებები უსურვა.

კვირის ამბები