საზოგადოება
20.03.2020 12:47
იუსტიციის სახლი თვითიზოლაციის დამრღვევ პირებს არ მოემსახურება
იუსტიციის სახლი, თვითიზოლაციის სავალდებულო პირობების დამრღვევი მოქალაქეებისთვის, რომლებიც იუსტიციის სახლის ფილალებს მიმართვენ, გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს. კერძოდ, იმ პირებს, რომელებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, დაექვემდებარნენ სავალდებულო თვითიზოლაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვითნებურად არღვევენ მათთვის დადგენილ რეჟიმს იუსტიციის სახლი არ მოემსახურება.
„გარდა იმისა, რომ ისინი ვერ შეძლებენ მომსახურების მიღებას, ამასთან იუსტიციის სახლი რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რის შემდეგაც მოხდება დამრღვევი პირის საკარანტინო ზონაში იძულებითი მოთვსება. იუსტიციის სახლი მოუწოდებს უცხო ქვეყნიდან ახლად დაბრუნებულ და თვითიზოლაციის რეჟიმზე მყოფ სხვა მოქალაქეებს, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა, მართლშეგნება, შეასრულონ ჯანდაცვისა და სამართალდამცავი უწყებების რეკომენდაციები და მათზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, დარჩნენ თვითოზოლაციის პირობებში და ნუ მიმართვენ იუსტიციის სახლებს, რათა საფრთხე არ შეუქმნან თანამოქალაქეებს. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში თითოეულ მათგანს შეუძლია დაუკავშირდნენ დისტანციურად მომუშავე ჩვენს თანამშრომლებს კონსულტაციისთვის და ისინი შეეცდებიან იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სერვისის მიწოდების გადაუდებელი აუცილებლობა, დაეხმარონ მოქალაქეებს საკუთარი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებაში,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტის არაერთი ფაქტი გამოვლიდა, რის გამოც რამდენიმე დაწესებულებამ მუშობა დროებით შეაჩერა.
კვირის ამბები