გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა სახის სეზონურ სამუშაოს ახორციელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხმელი და ნახევრად ხმელი ხეების ჭრა/გადაბელვა მიმდინარეობს. სამუშაოები შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ხორციელდება.
გარდა ამისა, ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოს თანამშრომლები მცენარეების მოვლისთვის საჭირო პროცედურებსაც ახორციელებენ.
„გორის კულტურისა და დასვენების პარკში („ახალბაღი“) მცენარეების ნაწილი შეიფუთა, დაირგო ახალი ნარგავებიც. გარდა ამისა, სკვერებიდან და სხვა საერთო სარგებლობის სივრცეებიდან მიმდინარეობს ჩემოცვენილი ფოთლების გატანა. მუდმივად სუფთავდება სანიაღვრე არხებიც“, - აცხადებენ სააგენტოში.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს