გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს რეინჯერებს პატრულირებისთვის აუცილებელი ნივთები და აღჭურვილობა გადაეცათ.
პროექტის - „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება“ ფარგლებში, დაცული ლანდშაფტის განყოფილება თერმული დრონებით, ხანძარ საწინააღმდეგო საშუალებებით, ფოტო ხაფანგებით,სამხრე კამერებით და სხვა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.
სპეცტექნიკა რეინჯერებს სააგენტოს ადმინისტრაციამ და ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ პროექტის მენეჯერმა გადასცა.
„აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ და დაცული ლანდშაფტის მმართველი ორგანოს ინსტიტუციურ გაძლიერებასთან ერთად, თემის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ გორის განვითარების სააგენტოში.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს