გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, პოლიციის შენობის წინ ერთმანეთს სასწრაფო დახმარების და პოლიციის ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის დროს, სასწრაფო დახმარების ბრიგადას პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდა, მომხდარის გამო სასწრაფო დახმარების სხვა ბრიგადის გამოძახება მოხდა, რომლითაც პაციენტი, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, კლინიკაში მიყვანამდე პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ონკოლოგიური პაციენტი იყო, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, რის გამოც მოხდა სასწრაფოს გამოძახება.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს