ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის გუნდმა 4-6 ოქტომბერს წარმატებით იასპარეზა ქუთაისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში.
შეჯიბრება, რომელიც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების - ზურაბ დოხტურიშვილის და ზაურ შეყილაძის სახელობისაა, წლეულს მეცამეტედ ჩატარდა და ტრადიციულად 2 ასაკობრივ კატეგორიაში იბრძოლეს სპორტსმენებმა პირველობისთვის.
ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა ორივე ასაკობრივ კატეგორიაში ერთად 10 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.
2007-2008 წწ. დაბადებულებს შორის.
ოქრო - გურამ ქოთუაშვილი (38 კგ.), გოგა ოთინაშვილი (41), ნიკოლოზ მაისურაძე (44), კონსტანტინე პეტრიაშვილი (48), გურამ კობერიძე (62)
ვერცხლი - დათა პაპუკიშვილი (35)
ბრინჯაო - გიორგი ჯანეზაშვილი (38), აკაკი მაზმიშვილი (35), დავით ჭულუხაძე (35), საბა ტეტუნაშვილი (44).
2009-2010 წწ დაბადებულებს შორის.
ოქრო - ლუკა დოთიაშვილი (23), თეიმურაზ თუთარაშვილი (26), გოგა კოპაძე (29), რატი რევაზიშვილი (38), გივი კახნიაშვილი (+45)
ვერცხლი - საბა პაპაშვილი (42), იაზონ ჯიოშვილი (45), დავით ყურთულაშვილი (+45)