ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოსაჩენად რეგიონთა ნაკრებების ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და 2010 წელს დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
ფინალურ ეტაპზე ოთხი გუნდი (დასავლეთის, აღმოსავლეთის და თბილისის ორი ნაკრები) ასპარეზობდა.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთის ნაკრებიდან არჩეული 22 ბავშვიდან, 11 გორის საფეხბურთო კლუბ „გორის“ სპორტსმენია..
მათე მაკრახიძე, ნიკოლოზ ქესანაშვილი, დავით ბალაშვილი, თენგო მაზმიშვილი, ლუკა კოკოზაშვილი, ალექსანდრე რაზმაძე, ნიკოლოზ ახობაძე, მათე თედევი, სერგი მერაბიანი, ანდრია ტუღუში და კახი წკრიალაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში ჩაირიცხებიან.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს