სპორტი
24.12.2024 13:03
მცხეთაში გამართულ ტურნირზე გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა სხვადასვა სინჯის მედლები მოიპოვეს

მევლუდ ჩხაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა ოთხი - პირველი, ხუთი - მეორე და შვიდი მესამე ადგილი დაიკავეს.

შეჯიბრში 2012-2013 წწ. დაბადებული მოჭიდავეები ასპარეზობდნენ.

გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები აივაზ ემინოვი (29 კგ.), გიორგი ოქროპირიძე (29 კგ.), ალექსანდრე ტლაშაძე (38 კგ.) და ტატო ცხაოშვილი (42 კგ.) გახდნენ.

მეორე ადგილი ანდრია გამხიტაშვილმა (29 კგ.), დავით მუკნიაშვილმა (35 კგ.), ლექსო გიგაურმა (42 კგ.), მათე მჭედლიშვილმა (50 კგ.) და საბა ვართანიანმა (60 კგ.) დაიკავეს.

მათე პაპიტაშვილი (29 კგ.), გიორგი გიგაური (29 კგ.), დავით ოქროპირიძე (32 კგ.), დავით ლომოური (42 კგ.)  ავთო მესროფაშვილი (50 კგ.), პაატა მურადაშვილი (55 კგ.) და მათე ქიტუაშვილი (60 კგ.) მესამე ადგილზე გავიდნენ.

საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენთაგან თორმეტი - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია, ორი - კლუბ „ჩემპიონის“, ორიც კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლისსპორტსმენია.

მევლუდ ჩხაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი მცხეთაში ჩატარდა.

კვირის ამბები