საზოგადოება
20.03.2020 11:12
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 43-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.

საქართველოში კარანტინის რეჟიმში რჩება 1575 ადამიანი. სტაციონარულ მეთვალყურეობას გადის - 275 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 245 630-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს.

კვირის ამბები